„ფეჰერვარმა“, რომელშშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-7 ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში მეზობელ „დებრეცენს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ზივზივაძე სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – 7 აგვისტოს. არადა, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი 6-ჯერ გამოიჩინა. „ფეჰერვარი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-8 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ „რაკუვი“ მიიღო, რომელის ღირსებას ვაკო გვილია იცავს მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
ორივე გუნდში მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტოში არცერთი იყო – კაკაბაძე თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გვილია გაანცხადში არ იყო. „კრაკოვია“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო „რაკუვი“ ამდენივე ქულით მეექვსეა.





