მარკოს ალონსო „ბარსელონას“ შეუერთდა

0
74

მარკოს ალონსო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს, რაც კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ლონდონის „ჩელსისთან“ მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა, რომელიც ძალაში 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე იყო და „ბარსაში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.
ალონსომ „ჩელსიში“ გატარებული 6 წლის მანძილზე ყველა ტურნირში 212 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.