მადრიდის “რეალის” ყოფილი მარცხენა მცველი მარსელო კარეირას “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს.
34 წლის ბრაზილიელმა ბერძნებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მარსელო “რეალში” 15 წელიწადი თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 544 მატჩში 37 გოლი გაიტანა, პლუს 103 საგოლე პასი გააკეეთა.
მან მადრიდელებთან ერთად 25 ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.





