გიორგი მიქაუტაძისთვის საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტური ისეთი წარმატებული ვერ აღმოჩნდა, როგორც – მეექვსე.
„მეცმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის „ანსი“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ერთი ტურით ადრე მან სტუმრად „როდეზთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა. „მეცი“ 11 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.





