„ლივერპულმა“ არტური „იუვენტუსიდან“ ინათხოვრა

0
38

„ლივერპულმა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ იჯარით ნახევარმცველი არტური დაიმატა.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ბრაზილიელი კლუბში 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.
ტურინელები არტურის იჯარის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო მერსისაიდელები ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას 37,5 მილიონ ევროს მახერხებენ.
არტური „იუვენტუსში“ 2020 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 63 მატჩში 1 გოლი გაიტანა.