„ბარსელონამ“ დესტი „მილანში“ გაანათხოვრა

0
33

„ბარსელონამ“ სერჯინიო დესტი იტალიის „მილანში“ გაანათხოვრა. 21 წლის მცველი „როსონერიში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.
„ბარსელონა“ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების უკანახაზელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
კატალონიელებმა დესტი ამსტერდამის „აიაქსიდან“ 2020 წელს შეიძინეს და მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 72 მატჩში 3 გოლი გაიტანა.