ესპანელი მცველი ექტორ ბელერინი „ბარსელონაში“ დაბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელმა ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კატალონიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მან „ბარსასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ბელერინის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.
ბელერინი „ბარსელონას“ აღზრდილია, სადაც 2003-2011 წლებში ირიცხებოდა. ის „არსენალში“ 2013 წლიდან გამოდიოდა, ხოლო გასული სეზონი იჯარით სევილიის „ბეტისში“ გაატარა.




