ტურინის „იუვენტუსმა“ ერთწლიანი იჯარით პსჟ-დან ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი უფასოდ დაიმატა.
გარკვეული მიზნების შესრულების შემდეგ, „იუვენტუსი“ ვალდებული იქნება 28 წლის არგენტინელის კონტრაქტი გამოისყიდოს. თუ ეს მიზნები ვერ შესრულდა, მაშინ ტურინელებს უბრალოდ ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობა რჩებათ და მათი გადასაყვეტი იქნება რა ნაბიჯს გადადგამენ. ნებისმიერ შემთხვევაში პარედესის ფასი 22,6 მილიონი ევროა. ასევე გათვალისწინებული ბონუსი 3 მილიონი ევროს ოდენობით.
გარკვეული სპორტული შედეგის ჩვენების მიუხედავად თუ „იუვე“ გამოსყიდვის ოფციას არა გააქტიურებს, მაშინ ვალდებული იქნება ფანგულ გრანდს 2,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
პარედესი პსჟ-ში 2018 წელს „ზენიტიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 117 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.





