„ჩელსიმ“ ახალგაზრდა ფრანგში 70 მილიონი გადაიხადა

0
15

ლონდონის „ჩელსიმ“ უესლი ფოფანას „ლესტერიდან“ შეძენის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონელებთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
„ლესტერმა“ ფოფანა „სენტ-ეტიენიდან“ 36,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად 2020 წელს იყიდა და 21 წლის მცველმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 52 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.