ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

0
23

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ზრინსკისთან“ საპასუხო მატჩის მიწურულს დაშავდა და შეცვლა ითხოვა.
მან ამ დაზიანების გამო „სლოვანის“ რიგებში სლოვაკეთის ჩემპიონატში ერთი შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მე-8 ტურში „დუნაისკა სტრედასთან“ (1:1) საშინაო შეხვედრაში სასტარტოში დაბრუნდა და 88-ე წუთზე შეცვალეს. განვლილი მატჩი სრულად ჩაატარეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ.
სტუმრები მე-3 წუთზე კრსტოვიჩის დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, ხოლო 72-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში რამირესმა გაათანაბრა, რომელმაც პენალტი გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 19 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.