ამსტერდამის „აიაქსმა“ „სევილიადან“ ლუკას ოკამპოსი ერთწლიანი იჯარით დაიმატა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
მანამდე, „აიაქსმა“ არგენტინის ეროვნული ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის 20 მილიონ ევროდ შეძენა იუარა. ესპანელები მზად იყვნენ ოკამპოსი 15 მილიონად დაეთმოთ, რათა ადნან იანუზაის ტრანსფერი გაეფორმებინათ.
ოკამპოსი „სევილიაში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 135 მატჩში 34 გოლი გაიტანა.





