„ნაპოლიმ“ ფაბიან რუისი პსჟ-ში გაყიდა

0
35

პსჟ-მ „ნაპოლიდან“ ნახევარმცველი ფაბიან რუისი იყიდა. პარიზული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
რუისის სატრანსფერო თანხამ 24 მილიონი ევრო შეადგინა ბონუსის გათვალისწინებით, ხოლო თავად მისი ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.
რუისი „ნაპოლიში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 166 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ის ნეაპოლელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რომელმაც იტალიის სერია A-ს საწყის 3 ტურში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.