პრემიერ ლიგაში ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად…

0
16

ინგლისის პრემიერ ლიგაში ბოლო 18 წლის მანძილზე პირველად გუნდის მთავარი მწვრთნელი აგვისტოს თვეში დაითხოვეს.
ეს უიღბლო სკოტ პარკერი აღმოჩნდა, რომელიც „ბორნმუთის“ თავკაცის თანამდებობიდან გაუშვეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სეზონის სტარტზე ოთხიდან სამი შეხვედრა წააგო, მათ შორის გასულ უქმეებზე „ლივერპულთან“ 0:9.
პრემიერ ლიგის დაარსებიდან (1992 წელი) მეექვსედ მოხდა, როდესაც აგვისტოში მთავარ მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს.
ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2004-2005 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც ბობი რობსონი „ნიუკასლიდან“ დაითხოვეს, ხოლო პოლ სტაროკი – „საუთჰემპტონიდან“.
მანამდე, მათი ბედი პიტერ რიდმა („მანჩესტერ სიტი“, 1993-1994), კენი დალგლიშმა (1998-1999) და რუდ გულიტმა (1999-2000) (ორივე „ნიუკასლი“) გაიზიარეს.