„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გარემარბი ანტონი შეიძინა. ინგლისურმა გრანდმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 95 მილიონი ევრო გადაიხადა და კიდევ 5 მილიონს ნიდერლანდური კლუბი ბონუსის სახით მიიღებს.
ანტონიმ მანჩესტერელებთან 5-წლიანი კონტრაქტის გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების სურვილი შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონი გაგრძელდება.
24 წლის სამხრეთ ამერიკელი „აიაქსში“ 2020 წელს „სან პაულუდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 25 გოლი გაიტანა. მისი ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე ძვირადღირებულია.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ თავკაც ერიკ ტენ ჰაგს და ანტონის ერთად „აიაქსში“ უმუშავიათ.
სხვათა შორის, ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა განაცხადა, რომ ანტონი 100 მილიონი ნამდვილად არ ღირს, რადგან ჯერ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. მისი თქმით ბრაზილიელმა რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ნაკლებად ეფექტური იყო.
შეგახენებთ, რომ მანამდე ინგლისელებმა მადრიდის „რეალიდან“ ნახევარმცველი კაზემირო იყიდეს.





