აბურჯანიამ ქულები დაკარგა, ლაკვეხელიანი დაბრუნდა

0
93

„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-4 ტურში სტუმრად ქულები „ვიზელასთან“ დაკაარგა – 2:2.
საქმე ისაა, რომ ბარსელუშელები მე-8 წუთზე ფრან ნავაროს მიერ გატანილი პენალტით და 26-ე წუთზე ბოსელის გოლებით 2:0 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
მასპინძლებიდან 45-ე წუთზე ერთი ბურთი კიკო ბონდოსომ გაქვითა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე თავი ანდერსონმა გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილ ვისენტე“ 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში „მეზიოკიოვეშდი“, სადაც ქართველი მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი გამოდის, სტუმრად „პუშკაშ აკადემიასთან“ 0:1 დამარცხდა. ლაკვეხელიანი მოედანზე 82-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მან მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ, 2021 წლის 12 დეკემბრიდან პირველად ითამაშა. „მეზიოკიოვეშდი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.
„რადნიჩკიმ“ სერბეთის სუპერლიგის მე-9 ტურში გასვლაზე „ვოევოდინასთან“ 0:3 წააგო. ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და ზედიზედ მეორე მატჩი არ ათამაშებს, ხოლო „რადნიჩკის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი მცველი ანტონ თოლორდავა განაცხადში ისევ ვერ მოხვდა.