შოთა არველაძის გაწვრთნილი „ჰალისთვის“ ჩემპიონშიფის მე-4 ტურში ლონდონში სტუმრობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ქართველი სპეციალისტის შეგირდები სატურნირო ცხრილში გვერდით მყოფ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ დაუპირისპირდნენ და 1:3 წააგეს.
მასპინძლებმა მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც მე-10 წუთზე ჩაირმა ანგარიში გახსნა, ხუთ წუთში ლაირდმა მეორე ბურთი გაიტანა, ხოლო მე-40 წუთზე ვილოკმა „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
„ჰალის“ მხრიდან ერთადერთი ბურთი 85-ე წუთზე სმიტმა მიითვალა.
„ჰალი“ 11 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზე არიან.





