ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში თავისი მე-7 გოლი გაიტანა. „ულსანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის 23-ე ტურში ქულა სტუმრად „ჩეჯუსთან“ აიღო – 1:1.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო შემდეგ მარცხენა ფეხით მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 62-ე წუთზე გაიტანეს, ყაზაიშვილი კი, 79-ე წუთზე შეცვალეს.
„ულსანს“ 59 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.





