არველაძის მესამე გამარჯვება ესტუპინიანის ბენეფისით

0
17

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალმა“ მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო. მე-6 ტურში ჰალელებმა „ქოვენთრის“ უმასპინძლეს და კოლუმბიელი ოსკარ ესტუპინიანის წყალობით სამი ქულა აიღეს.
ესტუპინიანმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო გოდენმა საპასუხო ბურთი 29-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. 42-ე წუთზე ესტუპინიანმა დუბლი შეასრულა, 56-ეზე კი მეტოქის კარი მესამედ აიღო. „ქოვენთრიდან“ 69-ე წუთზე თავი ისევ გოდენმა გამოიჩინა.
„ჰალი“ 11 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.