თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „საბურთალოს“ პირველი დერბი მოუგო. მანამდე ჩატარებული 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი „საბურთალოს“ გორში ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. თამაში საინტერესოდ წარიმართა და გუნდებს შექმნილი საგოლე მომენტები უკეთესად რომ გამოეყენებინათ ტაბლოზე სხვა ანგარიში იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილი წლების განმავლობაში „საბურთალოს“ ავარჯიშებდა, რომლის ამჟამინდელი თავკაცი ლაშა ნოზაძე მისი თანაშემწე იყო.
„დინამოს“ ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე შეეძლო, როდესაც დავით სხირტლაძის პასის შემდეგ, გიორგი მოისწრაფიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დინამოელის დარტყმული თორნიკე მეგრელიშვილმა გაანეიტრალა.
ამ ეპიზოდიდან ორ წუთში „საბურთალომ“ საჯარიმო დარტყმა გაითამაშა და ლევან ნონიკაშვილის გადაცემის მერე იური ტაბატაძის შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი დავით კერესელიძემ ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა.
მე-11 წუთზე გვინეელმა უსმანე კამარამ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში იმრანი მოძებნა, რომელიც დარტყმის შემდეგ ბურთი საბურთალოელთა კარის ბადეს გარედან შეეხო.
მე=20 წუთზე კამარა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მას მერე რაც მასპინძლების საჯარიმოში გიორგი გოჩოლეიშვიკს გაექცა, შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა – 0:1.
26-ე წუთზე იმრანმა დაახლოებით 25 მეტრიდან მასპინძლების კარში ბურთი დაბალი ტრაექტორიით და რაც მთავარია ზუსტად გაგზავნა – მეგრელიშვილმა გუნდი გოლის გაშვებისგნა ვერ გადაარჩინა.
38-ე წუთზე მარჯვნიდან თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ იმრანმა ბურთი გაატარ და სხირტლაძემ ასისტენტობა მოისწრაფიშვილს გაუწია, რომელმაც ლამაზი კომბინაცია დარტყმით დაასრულა – მეგრელიშვილმა საიმედოდ ითამაშა.
32-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილის გამოზომილი პასის მერე ჯიმი ტაბიძე ვარდნაში ბურთს ვერ მიწვდა, ხოლო მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი გოჩოლეიშვილმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ გიორგი გულიაშვილმა სტუმართა საჯარიმოში გახსნილი გურამ გოშთელიანი მოძებნა, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდაბ თავით უკეთესად რომ დაერტყა, შესაძლოა ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ საბოლოოდ კერესელიძე ბურთ უპრობლემოდ დაეუფლა.
52-ე წუთზე მსაჯმა კამარაზე თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ გვინეელმა თამაში გააგრძელა და მისი შეჩერება ლევან კაკუბავამ ხელის მოხვევით სცადა. თუმცა, კამარა წაიქცა და ეპიზოდი ისე გააფორმა, რომ თითქოს სახეში ხელი ჩაარტყეს. მას გუნდის კაპიტანი სხირტლაძე გამოექომაგა და გაწევ-გამოწევაში სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთნენ, რომლებშიც განსაკუთრებით გიორგი ჩადუნელი აქტიურობდა. ვითარება ამლე განიმუხტა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ყვითელი ბარათი როგორც სხირტლაძეს, ასევე ჩადუნელს აჩვენა.
მე-60 წუთზე სხირტლაძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, სამ მცველს გაექცა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – მეგრელიშვილმა ბურთი მოიგერია.
ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჯერ უკრაინელი სტანისლავ ბილენკი დაემუქრა „საბურთალოს“ კარს, მაგრამ მიზანს ააცილა, საპასუხო შეტევაში კი აბგარიშის გათანაბრების შანსი გულიაშვილს ჰქონდა, რომელსაც გიორგი მაისურაძემ დააფარა.
89-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა კარგად წაიღო ბურთი და დასარტყმელ პოზიციაზე გოშთელიანი გაიყვანა, რომელსაც კარი კერესელიძემ არ დაანება. ამ მომენტიდან ცოტა ხანში ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ ცრუ მოძრაობით მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩადუნელი ჩამოიცილა და მარჯვენა მახცილი კუთხიდან დაარტყა – მეგრელიშვილმა ბურთი უკუაგდო. ამის შემდეგ, „დინამოს“ საჯარიმოში ოთხ მცველს შორის მოქცეულმა გოშთელიანმა ბურთი შეინარჩუნა და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა, მხოლოდ კუთხურს გამორჩა.
მატჩის ბოლო წუთზე დინამოელთა საჯარიმოში ბურთი გოშთელიანმა მიიღო, ტაბიძის მუერვეობისგან თავი გაითავისუფლა და შემოტრიალებულმა ძლიერად ვერ დაარტყა, რის გამო, კერესელიძემ გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
„დინამო“ ჩემპიონატის განახლების შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 47 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო მიჯრით სამი შეხვედრის წამგებ „საბურთალოს“ 30 ქულა აქვს და მეხუთეა.




