თურქეთის დედაქალა სტამბოლში უეფას კონფერენს ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც უეფას წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის ნაკრების ექსმეკარე ვოლქან დემირელი და ჩეხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ვლადიმირ შმიცერი მონაწილეობდნენ. კონფერენს ლიგის მეორე გათამაშების ფინალი პრაღაში იმართება, რომლის ელჩიც შმიცერია.
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობს ბრატისლავას “სლოვანი”, სადაც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ. ამ ტურნირში ასევე პოზნანის “ლეხი” თამაშობს, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან.
კენჭისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი
„ბაშაქშეჰირი“ (თურქეთი)
„ფიორენტინა“ (იტალია)
„ჰართსი“ (შოტლანდია)
რფს (ლატვია)
B ჯგუფი
„ვესტ ჰემი“ (იტალია)
„სტიაუა“ (რუმინეთი)
„ანდერლეხტი“ (ბელგია)
„სილკებორგი“ (დანია)
C ჯგუფი
„ვილიარეალი“ (ესპანეთი)
„ჰაპოელი“ (ისრაელი)
„აუსტრია“ (ავსტრია)
„ლეხი“ (პოლონეთი)
D ჯგუფი
„პარტიზანი“ (სერბეთი)
„კიოლნი“ (გერმანია)
„ნიცა“ (საფრანგეთი)
„სლოვაცკო“ (ჩეხეთი)
E ჯგუფი
„ალკმაარი“ (ნიდერლანდები)
„აპოლონი“ (კვიპროსი)
„ვადუცი“ (ლიხტენშტეინი)
„დნიპრო 1“ (უკრაინა)
F ჯგუფი
„გენტი“ (ბელგია)
„მიოლდე“ (ნორვეგია)
„შემროკ როვერსი“ (ირლანდია)
„დიურგარდენი“ (შვედეთი)
G ჯგუფი
„სლავია“ (ჩეხეთი)
„კლუჟი“ (რუმინეთი)
„სივასპორი“ (თურქეთი)
„ბალკანი“ (კოსოვო)
H ჯგუფი
„ბაზელი“ (შვეიცარია)
„სლოვანი“ (სლოვაკეთი)
„ჟალგირისი“ (ლიეტუვა)
„პიუნიკი“ (სომხეთი)
უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი 8 სექტემბერს დაიწყება და 3 ნოემბერს დასრულდება, ხოლო პლეი-ოფის სტადია სტარტს 16 თებერვალს აიღებს, ფინალი კი 7 ივნისს, პრაღაში ჩატარდება.





