ყაზახეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლის გატანის შემდეგ, „აკჟაიკის“ თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ თავი ჩემპიონატშიც გამოიჩინა. მე-17 ტურში „აკჟაიკმა“ „ატირაუს“ უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა.
მე-20 წუთზე როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ტაბატაძემ მეტოქის მცველს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და კარში ზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმართა მცველმა თავის საჯარიმოში ქართველი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად გამოიყენა.
ტაბატაძე 47-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კიდევ ერთმა ქართველმა ფორვარდმა ლუკა იმნაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
“აკჟაიკი” 18 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.



