ჩაკვეტაძე და კანკავა შეცვლაზე, კაშია განაცხადს მიღმა

0
46

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის სუპერლიგის მე-6 ტურში „ჟილინა“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. ვლადიმირ ვაისმა მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი ლეგიონერი ათამაშა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე – 76-ეზე. ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია განაცხადში არ იყო. ბრატისლაველები 15 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
„სლოვანი“ მიმდინარე კვირაში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში შინ ბოსნიის „ზრინსკის“ დაუპირისპირდება, რომელთან პირველი თამაში 0:1 წააგო.