ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეორე დუბლი შეასრულა. „ლევადია“, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშობს სტუმრად „კურესარეს“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
„ლევადიამ“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო. ბეგლარიშვილმა 54-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, ხოლო ოთხ წუთში ლეპისტუმ მასპინძლები კარი კიდევ ერთხელ აიღო. 64-ე წუთზე ბეგლარიშვილმა თავი მეორედ გამოიჩინა და ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა. ქართველი ლეგიონერი 75-ე წუთზე შეცვალეს.
მან მიმდინარე სეზონში ესტონეთის პირველობაზე 17 გოლი (4 პენალტიდან) გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. ბეგლარიშვილი ბომბარდირთა დავაში ლიდერია და უახლოეს მდევარ საამას 6 ბურთით ასწრებს.
მიქმედი ჩემპიონი „ლევადია“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ფლორას“ 3 ქულით ჩამორჩება.





