ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ზედიზედ მეორეე მატჩი მოიგო. 22-ე ტურში გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა „აჭარაბეთ არენაზე“, რომლის სანახევროდ გაივსო თბილისის „საბურთალო“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.
მატჩის მე-9 წუთზე პაატა ღუდუშაური, რომელმაც „დინამოს“ სასტარტოში პირველად ითამაშა, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და მის მიერ დარტყმული ბურთი თორნიკე მეგრელიშვილმა მოიგერია, მაგრამ სერბმა მილან რადინმა თავით ზუსტად დაამატა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე ჯაბა ჯიღაური მოედნის ცენტრიდან თბილისელთა მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა – 2:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი გოჩოლეიშვილი მარჯვნიდან ცენტრსიკენ შეიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – ბურთი უკრაინელ მცველ ოლექსანდრ აზაცკის მოხვდა და კარში აღმოჩნდა. 68-ე წუთზე „საბურთალოს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გურამ გოშთელიანის თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
71-ე წუთზე „დინამოში“ დაბრუნებულმა ზურიკი დავითაშვილმა, რომლის ტრანსფერი ფრანგულ „ლორიანში“ არ შედგა, თავის გუნდის შეტევა დაიწყო და მარჯვენა ფლანგზე გახსნილი გრიგოლ ჩაბრაძე მოძებნა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ირკლი ბიძინაშვილის დარტყმული ბურთი მეგრელიშვილმა მოიგერია, თუმცა იმავე ბიძინაშვილმა დამატებაზე თავისი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – 3:1.
76-ე წუტზე აზაცკიმ თავის საჯარიმოში გოჩოლეიშვილი წააქცია და მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად გუნდის კაპიტანმა ირაკლი ტაბატაძემ აქცია.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ბათუმელები 53 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო ლაშა ნოზაძის წინამძღოლობით „საბურთალოს“ 30 ქულა აქვს და მეხუთეა.
„გაგრამ“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „თელავი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
34-ე წუთზე ანგარიში ვასილ ხოსიტაშვილმა გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა და თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძის შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა. 84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბექა ქავთარაძის გადაცემის შემდეგ გურამ ყაველაშვილმა მასპინძლების საჯარიმოში მცველს დაასწრო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა – 1:1.
გია ცეცაძის გაწვრთნილი „თელავი“ 27 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ 23 ქულა დააგროვა და მერვეა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ კიდევ ერთი თამაში წააგო. ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის გუნდი ზესტაფონში „ტორპედოსთან“ 1:3 დამარცხდა. მე-14 წუთზე თბილისელებმა კუთხური გაითამაშეს და სომალელი ლიბან აბდულაჰის ჩაწოდების მერე ანდრო გიორგაძემ თავით ანგარიში გახსნა – 0 :1.
მე-20 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ოთო გოშაძის ბავშვური შეცდომის მერე ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:1. 56-ე წუთზე აკაკი შულაიამ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გიორგი ქიმაძე მოძებნა, რომელმაც თავით პასი გიორგი კუხიანიძეს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტად დაარტყა – 2:1. 87-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ნოდარ ქავთარაძის პასის შემდეგ კუხიანიძემ „ლოკომოტივის“ საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით დაარტყა და დუბლი შეასრულა. კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა „ტორპედომ“ მიჯრით მეორე შეხცედრა მოიგო და 30 ქულით მეექვსეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 3 ქულით ბოლო




