კვარაცხელიას პირველი დუბლი სერია A-ში

0
68

ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის სერია A-ში დუბლი შეასრულა. პირველმა ეს ლევან მჭედლიძემ მოახერხა, რომელმაც “ემპოლის” მაისურით 2014-2015 წლების სეზონში დუბლის მილანის “ინტერთან” (3:4) მიითვალა, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში –  “კალიარისთან” (2:0).
მეორე ტურში „ნაპოლიმ“ ლიგის დებიუტანტი „მონცა“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მიიღო და 4:0 აჯობა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის იდიდ დამსახურებაა, რომელმაც ერთი მეორეზე უკეთესი გოლები გაიტანა.
35-ე წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 20 მეტრიდან შორეულ ზედა კუთხეში ეფექტური მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ნეაპოლელებიდან თავი ნიგერიელმა ოსიმენმა გამოიჩინა, რომელიც მეტოქეს გაექცა და მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 62-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი „მონცას“ საჯარიმოში მიიღო, ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და მარცხენა ფეხით დუბლი მიითვალა. “ნაპოლიდან” მეოთხე გოლი თავის ანგარიშზე კიმმა ჩაიწერა. კვარაცხელია 3 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირებში ლიდერია. გარდა ამისა, “ნაპოლის” 96-წლიან ისტორიაში კვარაცხელია პირველი ახალწვეულია, რომელმაც საწყის ორ შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
„ნაპოლი“ 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.