მამარდაშვილმა “ვალენსია” ვერ გადაარჩინა

0
26

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი გოლი გაუშვა. “ვალენსია”, რომლის კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე იცავს ბილბაოში “ატლეტიკს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
მამარდაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ამჯერად კარი “მშრალად” ვერ შეინახა. პირველი ტაიმის საწყის წუთებში ქართველმა მასთან პირისპირ დარჩენილ ბერენგერს აუღო. 42-ე წუთზე კარლოს სოლერმა თავის ნახევარზე ძალიან უხეირო გადაცემა გააკეთა და მასპინძლების კონტრშეტევის დროს ბერენგერმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – მამარდაშვილი ახლო კუთხეში წასულ ბურთს თითქოს მიწვდა, მაგრამ საბოოლოდ გუნდი გოლის გაშვებისგან ვერ გადაარჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ “ვალენსია” ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, როდესაც “ატლეტიკის” საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მარკოს ანდრე ორ მეტოქეს გაექცა და მისი მიერ შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.