შოთა არველაძის გაწვრთნილი „ჰალ სიტი“ მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში პირველად დამარცხდა.
ჰალელები „ვესტ ბრმოვიჩს“ ესტუმრნენ და 2:5 წააგეს. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 4:1 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს.
„ვესტ ბრომვიჩთან“ დაპირისპირებამდე, ქართველი სპეციალისტის შეგირდებმა 2 მატჩი მოიგეს და ამდენივე ფრედ დაასრულეს.
„ჰალმა“ განვლილ 5 ტურში 8 ქულა დააგროვა და 24 გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა.





