ზივზივაძის გუნდის უშანსო მარცხი ჩემპიონთან

0
32

„ფეჰერვარი“, რომლშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში მოქმედ ჩემპიონ „ფერენცვაროშთან“ სტუმრად უშანსოდ დამარცხდა – 0:4.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 35-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ბოსნიელი კოდრო შეუძლოდ გახდა. რის გამო, შეცვლა ითხოვა. იმ მომენტში „ფეჰერვარი“ 0:1 აგებდა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამი ბურთი გაიტანეს.  „ფერენცვაროშის“ განაცხადში ისევ ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ტრავმის მორჩენის შემდეგ ჯერ სათამაშოდ მზად არაა.
3 ტურის შემდეგ „ფეჰერვარმა“ 2 მატჩი წააგო და ერთი მოიგო – 3 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.
„მეზიოკოვეშდმა“ სტუმრად „კეჩკემეტთან“ 0:1 წააგო. დამარცხებულთა განაცხადში მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი იყო, რომელსაც არ უთამაშია.