„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით „ღამურებმა“ პირველი ოფიციალური შეხვედრა შინ „ჟირონასთან“ ჩაატარეს და 1:0 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და საქმე ფაქტობრივად არ ჰქონია. „ჟირონამ“ მეტოქის კარში მეტ-ნაკლებად სახიფათოდ ბურთი მეორე ტაიმის შეუაწელში შორი მანძილიდან დაარტყა და მამარდაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა, „ვალენსიადან“ გამარჯვების გოლი 45-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა კარლოს სოლერმა გაიატანა. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე უხეშობისთვის „ვალენსიას“ შვეიცარიელი მცველი ემერტი გაუძევეს.





