სოლომონ კვერკველიამ აზერბაიჯანში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში ბაქოს „ნეფთჩიმ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ვატო არველაძესთან ერთად გამოდის, შინ 5:2 სძლია „ქიაფაზს“, სადაც გიორგი ქანთარია, მათე კვირკვია და მიხეილ ერგემლიძე ირიცხებიან.
კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. „ქიფაზთან“ მატჩამდე ბოლოს მეტოქის კარი მან 2018 წელს „ლოკომოტივის“ მაისურით აიღო. არველაძე თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 4:1 იგებდნენ. „ქიაფაზში“ სამივე ქართველმა სასტარტოში ითამაშა – ერგემლიძე პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ხოლო ქანთარია 89-ე წუთზე.
„ნეფთჩი“ 2 ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო უქულო „ქიაფაზი“ 10 გუნდში მეცხრეა.





