კვეკვესკირის და წიტაიშვილის „ლეხის“ კატასტროფული სტარტი

0
21

პოზნანის „ლეხმა“, რომლის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ, პოლონეთის ექსტრაკლასაში შინ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
მე-5 ტურსი პოზნანელებმა „შლიონსკის“ უმასპინძლეს და ერთადერთი გოლო 25-ე წუთზე გაუშვეს.
ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ცენტრალური მცველი პოზიციაზე განწესებული კვეკვესკირი არ შეუცვლიათ, ხოლო წიტაიშვილმა მოედანზე 63-ე წუთზე დატოვა. მოქმედ ჩემპიონ „ლეხს“ მხოლოდ ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
„რაკუვმა“ შინ ბიალისტოკის „იაგიელონიასთან“ ქულები გაიყო – 2:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ მოედანზე 77 წუთი გაატარა და შეცვალეს. „რაკუვი“ 7 ქულით მე-9 ადგილზეა.