თურქეთის სუპერლიგაში ნიკა გაგნიძის დებიუტი შედგა. მე-2 ტურში „უმრანიესფორი“, რომელსაც გორის „დილას“ ყოფილი კაპიტანი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, შინ „ანთალიასფორთან“ 0:1 დამარცხდა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა.
„ანკარაგიუჯუმ“, სადაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ბერიძე ზაფხულში ჩაირიცხა, გასვლაზე „გაზიანთეფთან“ 0:1 წააგო. ბერიძემ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა და 66-ე წუთზე შეცვალეს.





