ყაზაიშვილის კიდევ ერთი გოლი სამხრეთ კორეაში

0
55

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. 28-ე ტურში „ულსანმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ „ტეგუს“ 4:0 სძლია.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 24-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 55-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.
„ულსანი“ 55 ქულით 12-გუნდიან სატურნირ ცხრილს ლიდერობს, ხოლო ყაზაიშვილის ანგარიშზე ჩემპიონატში გატანილი 6 ბურთის გარდა, აზიის ჩემპიონატში გატანილი 2 გოლია.