ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელებული საზაფხულო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა თელავში განახლდა. 21-ე ტურის პირველ შეხვედრაში „კავკასიონ არენაზე“ გია ცეცაძის გაწვრთნილმა „თელავმა“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე თელაველთა სერბი ლეგიონერის სტრაჰინია პავიშიჩის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა. 58-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძის გადაცემის შემდეგ საპასუხო ბურთი გიორგი კვერნაძემ გაიტანა.
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 37 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 26 ქულით – მეექვსეა.





