აგდამის „ყარაბაღი“, სადაც ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ჩემპიონტა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბაღი“ პირველ მატჩში სტუმრად უნგრეთის „ფერენცვაროშს“ დაუზავდა, ხოლო შინ 3:1 დაამარცხა და პლეი-ოფში ჩეხეთის პლზენის „ვიქტორიას“ დაუპირისპირდება.
გუგეშაშვილი „ფერენცვაროშთან“ პირველი თამაშის მსგავსად, ამჯერადაც სათდარიგო იყო. უნგრელთა გაანცხადში ისევ ვერ მოხვდა ქართველი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს ცოტა ხნის წინ შეუდგა.
„ცრვენა ზვეზდამ“, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი შეუერთდა, საპასუხო შეხვედრაში სტუმრად სომხეთის „პიუნიკს“ 2:0 სძლია. გამომდინარე იქიდან, რომ სერბებმა შინ პირველი თამაში 3:0 მოიგეს, პლეი-ოფში უპრობლემოდ გავიდნენ, სადაც ისრაელის ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდებიან. აზაროვი სომხებთან გასვლაზე ჩატარებულ შეხვედრაში განაცხადში არ იყო.
„ყარაბაღი“ და „ცრვენა ზვეზდა“ პლეი-ოფის პირველ მატჩებს 17 აგვისტოს შინ ჩაატარებენ, ხოლო საპასუხოს – 23 აგვისტოს.





