“შტურმი” კიტეიშვილის გარეშე ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა

0
87

გრაცის “შტურმი”, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა.
ავსტრიელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად კიევის “დინამოსთან” 0:1 წააგეს, ხოლო შინ საპასუხო დაპირისპირებაში 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ტრავმის გამო არცერთ შეხვედრაში უთამაშია. “შტურმი” ასპარეზობას ევროპა ლიგის პლეი-ოფში განაგრძობს.
კვიპროსის “აპოლონმა”, სადაც რევაზ ინჯგია ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ჰაიფას “მაკაბის” 2:0 კი აჯობა, მაგრამ სტუმრად ჩატარებულ პირველ შეხვედრაში 4 უპასუხო ბურთი გაუშვა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. პირველი შეხვედრის მსგავსად ინჯგიას თავის გამოჩენის შანსი არც ამჯერად მისცეს. “აპოლონი” ევროპა ლიგის პლეი-ოფშია.
აქვე გეტყვით, რომ “შტურმმა” და “აპოლონმა” კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდეს.