ბუდუ ზივზივაძე ბოლო წლებში ყველაზე წარმატებულ აზერბაიჯანულ კლუბ აგდამის „ყარაბაღს“ შესთავაზეს, რომელშიც ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება. ამის შესახებ azerisport.com იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის ამჟამინდელ კლუბ „ფეჰერვარსა“ და „ყარაბაღს“ შორის ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა. ამჟამად, ისიც უცნობია სურს თუ არა აზერბაიჯანის მოქმედ ჩემპიონს 28 წლის ქართველის დამატება.





