მამარდაშვილის სასტარტო და მოგება „ბორუსიასთან“

0
12

გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ვალენსიაში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი ესპანურმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით ახმხანაგური შეხვედრა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართა, რომელიც 3:1 მოიგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.
„ვალენსიას“ მე-40 წუთზე გედეშმა დააწინაურა, ხოლო 51-ე წუთზე როისმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 58-ე წუთზე, მარკოს ანდრემ ესპანელები ისევწინ გაიყვანა. 62-ე წუთზე გედეშმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.