„ტორპედო“ თურქეთში პირველ სპარინგში დამარცხდა

0
72

ქუთაისის „ტორპედომ“, რომელიც შეკრებას თურქეთის ქალაქ ერზერუმში გადის, დღეს პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი პირველი ლიგის „რიზესფორს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. „ტორპედოდან“ გოლი მეორე ტაიმში შეცვლაზე შუსულამ აკაკი შულაიამ გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი თურქმა ფეხბურთელმა თავის კარში შეაგდო.
„ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
კვასხვაძე, სანდოხაძე, აბულაძე, გეგეჭკორი, გიგაური, ტაბატაძე, მანჯგალაძე, არაბიძე, ქავთარაძე, ახვლედიანი.
სათადარიგოები: ლაბაძე, შულაია, ვაჩიბერაძე, ქიმაძე, ბუღრიძე, მჭედლიძე, ცინცაძე.
ქუთაისელები შეკრებაზე კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებენ:
20 ივლისი „ტორპედო“ – „გირესუნსფორი“
25 ივლისი „ტორპედო“ – „უმრანიესფორი“
27 ივლისი „ტორპედო“ – „ერზურუმსფორი“