„კრაკოვიამ“, რომლის შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასაში სეზონი გამარჯვებით დაიწყო. კრაკოველები პირველ ტურში სტუმრად ზაბჟეს „გურნიკს“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. 24-ე წუთზე ანგარიში ლოშაიმ გახსნა, ხოლო 41-ეზე რაკოციმ მეორე გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. ის „კრაკოვიაში“ მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატში 19 მატჩი (12 სასტარტოში) გამართა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კაკააბაძე ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კიელცეს “კორონამ”, სადაც ლუკა ზარანდია გამოდის შინ ვარშავის “ლეგიას” დაუზავდა – 1:1. ქართველი გარემარბი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო და 8 წუთში საგოლე გადაცემა იაკუბსკის გაუკეთა, რომელმაც თანაგუნდელი არ დააღალატა.
მთავარი ნიუსი კაკაბაძემ სეზონი გამარჯვებით და სიმბოლური ნაკრებით დაიწყო