საბა ლობჟანიძემ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ჰათაისფორში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ჰათაელები „ერზრუმსფორს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ელ კააბიმ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
27 წლის ფეხბურთელისთვის გასული სეზონი „ჰათაისფორში“ სადებიუტო იყო და მან თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში (28 სასტარტოში) 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
მთავარი ნიუსი ლობჟანიძემ „ერზრუმს“ აჯობა