მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგის სიმბოლურ ხუთეულში

0
35

“მილუოკი ბაქზის” ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს.
ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე სანდრო „მილუოკის“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და საშუალოდ 17 ქულას, 8.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
მამუკელაშვილის გარდა საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში ტარი ისონი (“ჰიუსტონი”), ქუენტინ გრიმსი (“ნიუ იორკი”), კიგან მარი (“საკრამენტო”) და კემ ტომასი (“ბრუკლინი”) მოხვდნენ.