ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

0
18

ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში თავისი მე-14 გოლი გაიტანა.
„ლევადია“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ტამეკას“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ბეგლარიშვილმა თავი 74-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც სტუმართა უპირატესობამ სამ ბურთამდე გაზარდა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს.
32 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში მოქმედ ჩემპიონ „ლევადიაში“ 20-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო, პლუს 7 საგოლე პასი გააკეთა. ის ესტონეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერია და უახლოეს მდევარს 5 ბურთით ასწრებს. „ლევადია“ 51 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ფლორას“ 2 ქულით ჩამორჩება.
ბეგლარიშვილმა გასულ სეზონში, რომელიც „ლევადიაში“ მისთვის სადებიუტო იყო 24 გოლი მიითვალა და გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.