“ტორპედომ” თურქეთში შეკრება დაიწყო – გიგაური გუნდთან ერთადაა

0
38
ქუთაისის „ტორპედომ“ თურქული შეკრება დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს. კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, გუნდი ერზერუმში 15 ივლისს სრული შემადგენლობით გაემგზავრა. შუასასეზონო პერიოდში, კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა, რომლის მიხედვითაც გუნდი დატოვეს: ბაქარ მირცხულავამ, ლევან არველაძემ, ვასილის კარაგუნისმა, ირაკლი ძარიამ.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ქუთაისელებმა  ახალგაზრდა ფეხბურთელები ანზორ თევზაძე და ვახტანგ ბოჭორიშვილი გაანათხოვრეს. „ტორპედოში“ გამოჩდნენ ახალწვეულებიც – გიორგი მჭედლიშვილი, ნოდარ ქავთარაძე და ლევან გეგეჭკორი.  გუნდთან ერთად იმყოფება საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაურიც. მთლიანობაში კი ჩხეტიანმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი წაიყვანა.
მეკარეები: როინ კვასხვაძე, დინო ჰამზიჩი, ავთანდილ ლაბაძე.
მცველები: ნიკა სანდოხაძე, მათე აბულაძე, ლევან გეგეჭკორი, საბა გოგლიჩიძე, ცოტნე
ნადარაია, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ქიმაძე, ლაშა შერგელაშვილი.
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, გიული მანჯგალაძე, აკაკი შულაია, ირაკლი ბუღრიძე,
ნოდარ ქავთარაძე, გიორგი კუხიანიძე, მერაბ გიგაური, ბექა ვაჩიბერაძე.
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, თორნიკე ახვლედიანი, გიორგი არაბიძე.
ორკვირიანი თურქული შეკრების ფარგლებში „ტორპედო“ ადგილობრივ კლუბებთან,
ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს:
18 ივლისი „ტორპედო“ – „ჩაიქურ რიზესფორი“
20 ივლისი „ტორპედო“ – „გირესუნსფორი“
25 ივლისი „ტორპედო“ – „უმრანიესფორი“
27 ივლისი „ტორპედო“ – „ერზურუმსფორი“
თურქული შეკრების დასრულების შემდეგ კახა ჩხეტიანის გუნდი საწვრთნელ პროცესს
საქართველოში განაგრძობს. 7 აგვისტოს კი, საქართველოს თასის 1/16-ფინალში თბილისის “ვიტ ჯორჯიას” გამართავს.