„კოპენჰაგენის“ მარცხიანი დასაწყისი – ხოჭოლავა თადარიგში

0
25

დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის სეზონი მარცხით დაიწყო. სუპერლიგის პირველ ტურში კოპენჰაგენელებმა „ჰორსენსს“ უმასპინძლეს და 0;1 წააგეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე მუსონდამ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ხოჭოლავა თადარიგში იყო და არ უთამაშია. ის „კოპენჰაგენში“ მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში მან დანიურ გუნდში 22-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.