“თელავის” ახალი მწვრთნელი გია ცეცაძეა

0
13

“თელავის” ახალი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძეა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახურის იუწყება. მან გიორგი ჭელიძე შეცვალა. ცეცაძემ მიმდინარე სეზონის ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო, საიდანაც 3 მაისს დაითხოვეს.
გია ცეცაძე – დაიბადა: 1974 წლის 3 სექტემბერს თბილისში.
სამწვრთნელო კარიერა: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), “დილა” გორი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი), “ლოკომოტივი” თბილისი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს ეროვნული ნაკრები (თანაშემწე), “სამტრედია” (მთავარი მწვრთნელი), “საბურთალო” თბილისი (მთავარი მწვრთნელი), “ლვოვი” უკრაინა (მთავარი მწვრთნელი), “ტორპედო” ქუთაისი (მთავარი მწვრთნელი).
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი (2016 “სამტრედია”), საქართველოს სუპერთასი (2017 “სამტრედია)