თბილისის “საბურთალო” 21 ივლისს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ბუქარესტის “სტიაუასთან” ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს. ამის შესახებ საბურთალოელთა პრესსამსახური იუწყება.
მომავალ მატჩზე დასასწრები ბილეთები 19 ივლისიდან გაიყიდება და მათი ფასი 3.4 და 5 ლარი იქნება.




