მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა

0
16

საქართველოს შვიდკაცა ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
რუმინეთში, ბუქარესტში გამართული შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მსოფლიო თასის მომავალ მონაწილეებთან – გერმანიასთან და უელსთან მოუწია შეხვედრა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შესაბამისად, 26:7 და 33:14.
მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ რუმინეთს 15:7 მოუგო და 8 საუკეთესოს შორის მოხვდა. რჩებოდა ბოლო, გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც საქართველო ირლანდიასთან გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ვერც გაწითლებულ დროზე გატანილმა მეორე ლელომ მოგვიტანა გამარჯვება – 12:17.
სამხრეთ აფრიკის საგზური ირლანდიამ, პორტუგალიამ, გერმანიამ და უელსმა მოიპოვეს.

საქართველოს 7-კაცა 2022 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე:

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), გურამ ქანდაურაშვილი (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლადო მიმინოშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე