ხვიჩა კვარაცხელიამ “პერუჯასაც” გაუტანა

0
26

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ზაფხულის წინასასეზონო შეკრებაზე მეორე შეხვედრა სერია B-ს წევრ „პერუჯას“ წინააღმდეგ გამართა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, პაოლო როსის ყოფილი გუნდი 4:1 დაამარცხა. ქართველმა გოლით მატჩის თავი დასაწყისშივე გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მეორე ტაიმში კი შეცვალეს.
ხვიჩასთვის ეს ნეაპოლიტანური გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩში მესამე გოლია. ქართველს ერთი საგოლე პასიც აქვს.
“პერუჯასთან მატჩში ანგარიში ნაპოლის ახალმა მარგალიტმა კვარაცხელიამ გახსნა. ერთი შეხედვითაც სჩანს, რომ ის ჯერ იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში არაა, თუმცა, ტალანტის წარმოჩენას მაინც ახერხებს”, – წერს  Eurosport-ის იტალიური ვერსია.