სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქზმა“ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგა ნბა-ს 2019 წლის ჩემპიონ „ტორონტო რეპტორზთან“ გამართული შეხვედრით დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 69:80 დამარცხდა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:48 წუთში 3 ქულა, 9 მოხსნა, თითო შედეგიანი გადაცემა-ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ ხუთიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა გაცილებით უკეთ ჩაატარა საზაფხულო ლიგის წინა მატჩები. სანდრომ 17 ქულა ჩაუგდო ბრუკლინს, 28 – ბოსტონს, 18 – მინესოტასა და 19 – დალასს.





